f
პარასკევი 29, მარტი 2024

საპროტესტო აქცია კირნათში

24, თებერვალი 2017

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს  კირნათში. მოსახლეობა სოფელში, ჰესის მშენებლობის სანაცვლოდ, დაპირებული კომპენსაციების მიღებას ითხოვს.  ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, შარშან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ადგილობრივებს ჰპირდებოდა, რომ თებერვლის ბოლომდე, ჰესის მშენებლობისთვის დათმობილი მიწების სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას დაურიცხაბდა. ბაკურიძის ინფორმაციით, კირნათის, აჭარისწყლის, მირვეთის, მარადიდისა და მაჭახლის მოსახლეობამ გზის ის მონაკვეთი გადაკეტა, სადაც მშნებლობა მიმდინარეობს. კირნათელები კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ  აძლევენ.  მოსახლეობა დაშლას  მანამდე არ აპირებს, სანამ ადგილზე „აჭარა ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლები არ მივლენ და, საკითხთან დაკავშირებით, მათ  კონკრეტულ გარანტიებს არ მისცემენ.
 
თამაზ ბაკურიძე
    მოსახლეობამ, იგივე მოთხოვნით, გზის სავალი ნაწილი გასულ წელსაც გადაკეტა და, გარკვეული დროის განმავლობაში, კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.