f
ოთხშაბათი 24, აპრილი 2024

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება

24, თებერვალი 2017

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სკოლაში, სადაც ბოლო წლებში დეკანოზი მუშაობდა, ამბობენ, რომ პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერს ეძებს. ამ ფაქტმა სასწავლო დაწესებულებაში კითხვის ნიშნები გააჩინა. ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე  მარიამ ტარიელაძე ყვება, რომ სასწავლებელში, გუშინ, სავარაუდოდ, პროკურატურიდან  იმყოფებოდნენ. ის ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი  დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერს ეძებდა. 
   თანამშრომლები, ასევე, ჰყვებიან, რომ პროკურატურის წარმომადგენელმა მათ იდენტიფიკაციისთვის დოკუმენტი აჩვენა. სკოლის ადმინისტრაციამ მას, ინფორმაციის ამოღებისთვის, სასამართლოს განჩინება მოთხოვა, რაც, პროკურატურის წარმომადგენელს არ ჰქონდა.  სასწავლებლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ ოჯახსა და ადვოკატებს უკვე აცნობა.