f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

ლაშა კომახიძე -„ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები შეჩერდეს“

20, მარტი 2017

„ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები შეჩერდეს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხვნის ბარათების გაუქმებასთან დაკავშირებით. ლაშა კომახიძე აჭარის მაღალმთიან რაიონებში მოქმედ სხვადასხვა პროგრამაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გათვალისწინებული პროექტებით სარგებლობს, რომლებიც მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით, ასევე სასუქითა და პესტიციდებით ფერმერების მომარაგებას ითვალისწინებს.