f
შაბათი 20, აპრილი 2024

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა დაგმო ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში.

22, მარტი 2017

 ,,სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა რეგიონული განზომილების განვითარების გარანტია", - ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და  ცხინვალში რეფერენდუმი დაგმო. 
  გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომის თქმით, გახმოვანებული ინიციატივები უკანონოა, რეგიონებზე საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას აფერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან, შემდგომ იზოლირებას ხელს უწყობს“ 
 „ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას" – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.