f
შაბათი 27, აპრილი 2024

არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას

22, მარტი 2017

„პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ  ტერორიზმის რისკებს გავუმკლავდეთ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
   მისი თქმით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს შეესაბამება, ამიტომ, პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად  დაძლევენ.