f
პარასკევი 29, მარტი 2024

გარდაცვლილი ჯარისკაცი

23, მარტი 2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურის, ბადრი შავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შავაძე,  28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას  გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის  დეპარტამენტი აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.",-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.