f
პარასკევი 19, აპრილი 2024

2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი.

23, მარტი 2017

2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი, შინაგა საქმეთა სამინისტროს  მიერ მიწოდებული ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე ავრცელებს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების ბოლო შემთხვევებს ეხმაურება. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტსა და მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.