f
შაბათი 24, ივნისი 2017
შაბათიდან შაბათამდე

შემეცნებითი-მუსიკალური გადაცემა  „შაბათიდან შაბათამდე“  
ფართო აუდიტორიას  აწვდის  სრულ, ობიექტურ, საინტერესო ინფორმაციას კულტურის სხავადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხელს  უწყობს მსმენელის თვალსაწიერის გაფართოებას და კულტურის პოპულარიზაციას. გადაცემა  ერთგვარი გზამკვლელია  ნებისმიერი ადამიანისათვის  იპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია,გაიგოს მეტი ხელოვანების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და   მოისმინოს გემოვნებიანი მუსიკა.   
ყოველ გამოშვებაში  საუბარია  ყველა იმ მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენაზე, რომელიც  ერთი კვირის განმავლობაში მოხდა  მუსიკის, კინოს, თეატრის და საერთოდ  ხელოვნების   სხვადასხვა  სფეროში, როგორც საქართველოში,ისე მის ფარგლებს  გარეთ. 
გადაცემის ფორმატი მსმენელს  საშუალებას აძლევს „მუსიკალურ კალენდარში“  გაეცნოს ცნობილი შემსრულებლების შემოქმედებით გზას, გაიგოს ცნობილი ჰიტების, სინგლებისა და ალბომების შექმნის ისტორიები და საინტერესო  ფაქტები.  ყოველ  გამოშვებაში უხვადაა წარმოდგენილი   უახლესი ამბები შოუ-ბიზნესის სამყაროდან.     

შემეცნებითი- მუსიკალური გადაცემა  „შაბათიდან შაბათამდე“ ეთერში  გადის ყოველ შაბათს 17 საათსა და 10 წუთზე.                                                                                                                                                                                                 
გადაცემის  ავტორია ნინო სადრაძე. წამყვანი - სალომე ბეჟანიძე.  
გადაცემის ქრონომეტრაჟი - 30 წუთი.