18, ოქტომბერი 2017
“როგორ შუქდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა დრო ეთმობა პოლიტიკურ რეკლამას, დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი მუშაობის პროცესში და სტუმრების შერჩევისას, რა გეგმები აქვს მაუწყებელს, როგორ ვითარდება დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობები, რას გეგმავს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, რა პროცესშია “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” საპარლამენტო ინიციატივა, რა პრიორიტეტები გამოიკვეთა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის "ქალების ხმა იგებს არჩევნებს" მსვლელობისას რეგიონში ქალთა საჭიროებების მხრივ", - ჟურნალისტ თამილა დოლიძის კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი ინგა ალავიძე პასუხობდნენ.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ერთობლივი პროექტი "ქალი და არჩევნები", რომელიც უკვე მეორე წელია წინასაარჩევნოდ გადის ეთერში, დღეს დასრულდა. IFES ერთად აჭარის ტელევიზიამ წინა წლებში კიდევ 2 პროექტი გააკეთა: „საუბრები გენდერზე“ და „აირჩიე ქალაქის მერი“.