26, სექტემბერი 2018
„რამდენწლიანი ისტორია აქვს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტს? პრეზიდენტის უფლებამოსილებები ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე; რამდენჯერმე შეიცვალა და რა უფლებამოსილებები აქვს ქვეყნის პირველ პირს დღეს და რა შეიცვლება 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ? როგორ ავირჩევთ ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტს? რატომ იყო ქალ კანდიდატთა აქტივობა დაბალი და რატომ ანიჭებენ საინიციატივო ჯგუფები და პარტიები უპირატესობას კაცებს; არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა.
ჩვენს კითხვებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის იურისტი დავით ღონღაძე და კონსტიტუციონალისტი ომარ მახარაძე პასუხობდნენ. გადაცემის მსვლელობისას რეპორტიორ თიკო სუსარეიშვილის რეპორტაჟი „როგორი პრეზიდენტი სურთ ახალგაზრდებს?“ გავიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი „გენდერი და არჩევნები“.