10, ოქტომბერი 2018
გადაცემა "გენდერი და არჩევნები" – 10/09/2018
თემა: "არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერი და ქალი ამომრჩევლების საჭიროებები საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებში, საპრეზიდენტო არჩევნები".
პირდაპირი ეთერის სტუმრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) და ბათუმის საკრებულოს წევრი რაულ თავართქილაძე (,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო’’).
გადაცემა მოზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.
გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID -ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.