17, ოქტომბერი 2018
არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, არჩევნებზე სოციალური მედიის გავლენასა და იმ დარღვევებზე, რომლებიც უკვე დაფიქსირდა, ერთი ხმის მნიშვნელობაზე, პრეზიდენტის უფლებებსა და მოვალეობებზე გადაცემის სტუმარი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა საუბრობდა.
გადაცემის მსვლელობისას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) იურისტი დავით ღონღაძე ჩაგვერთო. პრეზიდენტობის კანდიდატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დავით უსუფაშვილმა არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობასა და კვოტირების მექანიზმის ამოქმედებაზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.
გადაცემის დასაწყისში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების რეპორტიორ ილონა შავლიძის ქედაში მომზადებული რეპორტაჟი გავიდა.