05, აპრილი 2019
დღევანდელი გადაცემა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაეთმო.
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშობლიურ სცენაზე დასმა პირველი სპექტაკლი ითამაშა. დავით კლდიაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა შესთავაზა მაყურებელს , 2 აპრილს კი ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ წარმოადგინა განსხვავებული ინტერპრეტაციით. .მართალია , თეატრალური ცხოვრება აქტიურად გრძელდებოდა ახალ სცენაზე, არაერთი ახალი სპექტაკლი დაიდგა , თეატრის შემოქმედებითი დასის არაერთი წარმატების მოწმე გავხდით , მაგრამ ძალიან დიდი იყო მსახიობების მშობლიურ, განახლებულ თეატრის შენობაში, დიდ სცენაზე დაბრუნების მოლოდინი და ეს დროც დადგა.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე და მსახიობები კახა კობალაძე და ოთარ ქათამაძე.