19, აპრილი 2019
ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ იმ თემებს ეთმობა, რომლებიც ტურიზმის განვითარებაზე ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.
გუშინ, 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით II საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე- ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“
სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
დღევანდელი გადაცემა ამ ღონისძიების მთავარ აქცენტებს დაეთმო.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ემზარ კახიძე -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი
და კახა ქამადაძე- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, არქეოლოგიის დოქტორი