f
კვირა 03, ნოემბერი 2024

საქართველოს პატრიარქი ტრაგედიის ადგილზე

25, ნოემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიცვალებულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. 

"მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია, მთლიანად ეკლესიის და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო"-  გ​ანაცხადა პატრიარქმა. 

გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.